geekspot

ჩიპების უპრეცედენტო ნაკლებობა, იდეალური მაგალითია როდესაც მიწოდება მოთხოვნას ვერ პასუხობს. უპრეცედენტო დეფიციტმა რომელიც სახლში გართობას და პანდემიას უკავშირდება, გვაჩვენა რომ ჩიპების არსებული მარაგები და მასზე მოთხოვნა აბსოლიტურად განსხვავდება.

დღეს მილიონობით პროდუქტი - მანქანები,სმარტფონები, საოჯახო ტექნიკა და სხვა - ეყრდნობა კომპიუტერულ ჩიპებს, რომლებიც ასევე ცნობილია როგორც ნახევარგამტარები.
ეფლმა და სამსუნგმა უკვე განაცხადეს რომ ჩიპების ნაკლებობა შეიძლება აისახოს გაყიდვებზე. იგივეს საუბრობს ფორდი,ვოლვო, იაგუარ ლენდ როვერი

ლოგისტიკური თავის ტკივილი ართულებს სიტუაციას. წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელობები ხშირად საუბრობენ გლობალური მიწოდების ჯაჭვის პარტნიორი, ამბობს, რომ მრავალი წლის განმავლობაში ტრანსპორტირების ღირებულება არ იყო დიდი პრობლემა,  მრავალი ტექნიკური ფირმისთვის, რადგან მათი პროდუქტები შედარებით მცირეა და მომწოდებლებს შეეძლოთ ბევრი მათგანის მოთავსება ერთ კონტეინერში.

მაგრამ მთელ მსოფლიოში გადაზიდვის კონტეინერების გადაადგილების ღირებულება გაიზარდა პანდემიის დროს მოთხოვნის უეცარი ცვლილებების გამო. მას თან ახლავს საჰაერო გადაზიდვის საფასურის ზრდა და სატვირთო მანქანის მძღოლის დეფიციტი ევროპაში.

ლოგიკურად ჩნდება კითხვა სად არის გამოსავალი? ბევრმა მსხვილმა მწარმოებელმა გაზარდა საწარმოო ხაზი, იმისათვის რომ გაზრდილ მოთხოვნას უპასუხოს. თუმცა პროგნოზები 2022 წლის ბოლომდეც ვერ გვაძლევენ დამაიმედებელ მოლოდინებს.
IBM და ინტელის აღმასრულებლები საუბრობენ რომ კრიზისი შეიძლება 2 წელი გაგრძელდეს.

სტატიის ავტორი , 2022-03-23