geekspot

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

 

 

როგორ ხდება თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება და გამოყენება Geekspot.ge-ს მიერ

 

როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას

წინამდებარე შეტყობინება ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით geekspot.ge-ს არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც geekspot.ge უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას. ეს უკანასკნელი მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც geekspot.ge მოიპოვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. შეტყობინების მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას ჩვენი მუშაობის პრინციპებისა და თქვენი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.

 

 

„მზა ჩანაწერები“ (Cookies)

 ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს და ვაკვირდებით ჩვენს ვებ-გვერდზე მომხამრებლების ქცევას რათა დავრწმუნდეთ, რომ გთავაზობთ საუკეთესო გამოცდილებას ჩვენს ვებ-გვერდზე ყოფნისას და შევძლოთ მუდმივად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი.

ჩვენს ვებ-გვერდზე ვაგროვებთ ინფორმაციას cookies-ების, მომხმარებლების ვებ-გვერდზე ნავიგაციის და ქცევის შესახებ, კერძოდ:

●  IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, საოპერაციო სისტემა და ბრაუზერი საიდანაც ხდება ვებ-გვერდზე შემოსვლა.

● ვაგროვებთ ინფორმაციას ჩვენს ვებ-გვერდზე გახსნილი გვერდების, სესიის ხანგრძლივობის და სესიის სხვადასხვა პარამეტრების შესახებ.

●  ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ რომელიც ჩვენს ვებ-გვერდზე მოხდა: ფორმების შევსება, ვებ-გვერდის ინტერაქციულ ელემენტების გამოყენება და ა.შ.

● ვებ-გვერდზე ველების შევსების პროცესი, დრო და ფორმა

 

 

მოგროვებულ ინფორმაციას ვიყენებთ: 

●   ვებ-გვერდის სტატისტიკის საწარმოებლად პროცესების, ველების და ვებ-გვერდის დიზაინის ოპტიმიზაციის მიზნით.

●  ვებ-გვერდის მომხმარებლების დაცვისა და თაღლითური ქმედებების პრევენციის მიზნით.

● ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სხვა დანაშაულებრივი ღონისძიებების თავიდან აცილების მიზნით;

●  ვებ-გვერდზე მომხმარებელთა  ნაკადის კონტროლისა და მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის შესაფასებლად.

●   მოპოვებული ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ვებ-გვერდის და მისი კომპონენტების ადაპტირება  მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით.

●   ასევე cookies ფაილებს ვიყენებთ იმის დასადგენად თუ როგორ ხვდებიან მომხმარებლები ჩვენს ვებ-გვერდზე და Google Analytics-ის რეპორტების საწარმოებლად.

ვებ-გვერდის გამოყენების დაწყებამდე, თქვენ გაქვთ საშუალება დაეთანხმოთ cookies და მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვების შესახებ შეტყობინებას „თანხმობა“ ღილაკზე დაჭერით. იმ შემთხვევაში თუ არ დაეთანმხებით  „Cookie პოლიტიკა“-ს, თუმცა გააგრძელებთ ვებ-გვერდის გამოყენებას, აღნიშნული ქმედება მაინც  ჩაითვლება თქვენს თანხმობად ზემოდ აღნიშნულ ქმედებაზე

ჩვენ არ ვიყენებთ cookie ფაილებს და მომხმარებლის ქცევაზე  დაკვირვების შედეგად მიღებულ მონაცემებს პირადი ინფორმაციის შეგროვების მიზნით. თუ გსურთ შეზღუდოთ cookie ფაილები ან დაბლოკოთ ისინი ჩვენს ვებ-გვერდზე, ამის განხორციელება შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით. ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი სერვისი არ იფუნქციონირებს თუ დაბლოკავთ ან წაშლით cookie-სფაილებს. 

 

 

ვებ-გვერდზე თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოება

• მესამე პირები (აპლიკაციები/სერვისები): GEEKSPOT.GE-ს გამოყენებით თქვენი ინფორმაცია მოწყობილობის ნომრის, მოდელი, ბრენდის, სახელის, საოპერაციო სისტემის ვერსიის, geekspot.ge აპლიკაციის ვერსიის შესახებ გადაეცემა ისეთ აპლიკაციებს, როგორიცაა: Google Analytics, Facebook Pixel და Hotjar.com მოცემული აპლიკაციები თანხვედრაშია GDPR -თან (General Data Protection Guide)

• შენარჩუნების/წაშლის პოლიტიკა: თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების წაშლა შესატყვისი მოთხოვნის გამოგზავნით ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინებების გზით. მოთხოვნის მიღების შემდეგ geekspot.ge ამოიღებს თქვენ მონაცემებს სიიდან, რათა შეწყდეს მონაცემთა დამუშავება.

 

წესების და პირობების თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თქვენ ადასტურებთ, რომ ამავდროულად ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას, თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.

 

ასევე წინამდებარე პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ ჩვენ და თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ ჩვენს მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერი წყაროდან გამოთხოვნილ და მიღებულ იქნას ინფორმაცია თქვენ შესახებ, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მათი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, ანალიზის, შენახვის და საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ის შესრულების მიზნებისთვის.