geekspot

რატომ ძვირდება ყველაფერი რაც ტექნიკასთანაა დაკავშირებული ?!

ჩიპების უპრეცედენტო ნაკლებობა, იდეალური მაგალითია როდესაც მიწოდება მოთხოვნას ვერ პასუხობს. უპრეცედენტო დეფიციტმა რომელიც სახლში გართობას და პანდემიას უკავშირდება, გვაჩვენა რომ ჩიპების არსებული მარაგები და მასზე მოთხოვნა აბსოლიტურად განსხვავდება. დღეს მილიონობით პროდუქტი - მანქანები,სმარტფონები, საოჯახო ტექნიკა და სხვა - ეყრდნობა კომპიუტერულ ჩიპებს, რომლებიც ასევე ცნობილია როგორც ნახევარგამტარები. ეფლმა და სამსუნგმა უკვე განაცხადეს რომ ჩიპების ნაკლებობა შეიძლება აისახოს გაყიდვებზე. იგივეს საუბრობს ფორდი,ვოლვო, იაგუარ ლენდ როვერი ლოგისტიკური თავის ტკივილი ართულებს სიტუაციას. წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელობები ხშირად საუბრობენ გლობალური მიწოდების ჯაჭვის პარტნიორი, ამბობს, რომ მრავალი წლის განმავლობაში ტრანსპორტირების ღირებულება არ იყო დიდი პრობლემა,  მრავალი ტექნიკური ფირმისთვის, რადგან მათი პროდუქტები შედარებით მცირეა და მომწოდებლებს შეეძლოთ ბევრი მათგანის მოთავსება ერთ კონტეინერში. მაგრამ მთელ მსოფლიოში გადაზიდვის კონტეინერების გადაადგილების ღირებულება გაიზარდა პანდემიის დროს მოთხოვნის უეცარი ცვლილებების გამო. მას თან ახლავს საჰაერო გადაზიდვის საფასურის ზრდა და სატვირთო მანქანის მძღოლის დეფიციტი ევროპაში. ლოგიკურად ჩნდება კითხვა სად არის გამოსავალი? ბევრმა მსხვილმა მწარმოებელმა გაზარდა საწარმოო ხაზი, იმისათვის რომ გაზრდილ მოთხოვნას უპასუხოს. თუმცა პროგნოზები 2022 წლის ბოლომდეც ვერ გვაძლევენ დამაიმედებელ მოლოდინებს. IBM და ინტელის აღმასრულებლები საუბრობენ რომ კრიზისი შეიძლება 2 წელი გაგრძელდეს.
სრულად ნახვა

კიბერუსაფრთხოება - 2022 წლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა

2021 წელს ონლაინ მომხმარებლებმა, თაღლითობით 6.9$ მილიარდის ზარალი ნახეს, 2020 თან შედარებით (2$მილიარდი) ეს რიცხვი თითქმის 4ჯერ გაიზარდა. საინტერესოა, რომ 847,376 საჩივარი დაიწერა ონლაინ დანაშაულის შესახებ 2021 წელს. სამი ყველაზე გავრცელებული მიზეზი საჩივრებისა იყო : პერსონალური ინფორმაციის დაუცველობა, პროდუქციის არ მიტანა/არ გადახდა.2019 წელთან შედარებით ეს რიცხვი 81%ით არის გაზრდილი. უმრავლესობა ამ დანაშაულებისა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებით შეიძლება აიხსნას. თუმცა ნელ-ნელა შეზღუდვები იხსნება ხოლო დანაშაულის რაოდენობა არ კლებულობს. დანაშაულებების რაოდენობა გაზრდილია კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ოპერაციებისა რომელიც წლის ჭრილში 35 000მდე საჩივარს შეადგენდა
სრულად ნახვა